ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 4-20 თებერვალს ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს. საქართველოდან სპორტის 3 სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა, ციგაობა) 9 სპორტსმენი ასპარეზობს.
ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია პეკინის „ეროვნულ სტადიონზე“ თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.
ოლიმპიადის თილისმად შეარჩიეს გიგანტური პანდა, ბინ დუნ დუნი, რომელსაც ყინულის „კოსტიუმი“ აცვია. ოლიმპიადაზე 95 ქვეყნის 4 000-მდე სპორტსმენი იასპარეზებს სპორტის 15 დისციპლინაში, მათ შორის : ბიატლონში, ყინულის ჰოკეიში, ციგურებით სრიალში, სათხილამურო სპორტში, სნოუბორდში, ფიგურულ სრიალში.
პეკინში ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ხელმძღვანელობს.
ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები არიან მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი.
2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტი სპორტსმენები:
ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტრანსლაციას უზრუნველყოფს საქართველოს პირველი არხი.