„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უკრაინაში გაემგზავრნენ. როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, „ოპოზიციას უწევს შეასრულოს ხელისუფლების ფუნქცია უკრაინის მხარდაჭერის საკითხში. მისი თქმით, შეხვედრები, რომლებსაც კიევში გამართავენ, მიმართული იქნება უკრაინა-საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებისკენ.
„უკრაინისა და საქართველოს უსაფრთხოება, ისევე როგორც ჩვენი ატლანტიკური მომავალი, არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული და ეს ესმის აბსოლუტურად ყველას, „ქართული ოცნების“ გარდა, ამიტომ ოპოზიციას უწევს ამ შემთხვევაში, რომ შეასრულოს ხელისუფლების ფუნქცია და სწორედ ამიტომ, ჩვენ მივდივართ კიევში იმისთვის, რომ შევხვდეთ ჩვენს კოლეგებს და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ გავაღრმაოთ თანამშრომლობა“, - განაცხადა ბოკუჩავამ.