მარიამ ქვრივიშვილი - საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენის ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს

2022 წლის იანვარში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტული ვიზიტები 53 პროცენტით აღდგა. ყველა ის ღონისძიება - მარკეტინგული კამპანია თუ აქტივობა, რასაც საქართველოს მთავრობა კერძო სექტორთან ერთად არაერთ სტრატეგიულ, სამიზნე ქვეყანაში ახორციელებდა და ახორციელებს, პირდაპირპროპორციულად აისახება იმ წარმატებულ შედეგებზე, რომლებსაც დღეს ვხედავთ ტურიზმის აღდგენის დინამიკაში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, ტურისტული ინდუსტრიის აღდგენა ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში

„2022 წლის იანვარში საქართველოს 199,393 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2019 წლის მონაცემის 38%-იანი აღდგენაა, 2021 წელთან შედარებით კი ზრდამ 471 % შეადგინა. რაც შეეხება საერთაშორისო ტურისტების რაოდენობას, მიმდინარე წლის იანვარში მან 163,615-ს შეადგინა - ტურისტული ვიზიტების მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით 53%-ით აღდგა, 2021 წელთან შედარებით კი ზრდამ 456 % შეადგინა“,- ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა