გარკვეულ პიკურ პერიოდს გადავდივართ, დადებითობის მაჩვენებელი მაღალი გვაქვს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, ინფიცირები შემთხვევების ზრდის მიუხედავად რეანიმაციებზე დატვირთვა არ იზრდება.
„ბოლო 3-4 დღეა ერთ დონეზეა ინფიცირების შემთხვევები, 20-25 ათასის ფარგლებშია. ვფიქრობ, რომ გარკვეულ პიკურ პერიოდს გადავდივართ. დადებითობის მაჩვენებელი მაღალი გვაქვს, რაც ერთ-ერთი არაპირდაპირი ნიშანია, რომ ინფექცია აქტიურად ცირკულირებს. კიდევ ერთი კვირის განმავლობაში უნდა დავაკვირდეთ სიტუაცია როგორ განვითარდება.
ჰოსპიტალსა და რეანიმაციებზე დატვირთვა არ იზრდება. სერიოზული დატვირთვაა ლაბორატორიულ სექტორსა და პირველადი ჯანდაცვის სექტორზე“, - აღნიშნავს გამყრელიძე.