დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბავშვებში ინფიცირების წილობრივი მაჩვენებელი მომატებული არ არის და კვლავ 17-19%-ის ფარგლებში მერყეობს.
მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მთლიანად ქვეყნის მასშტაბით, კოვიდინფიცირების რაოდენობა მომატებულია, ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელიც გაზრდილია, თუმცა წილობრივად გასულ პერიოდთან შედარებით, რიცხვი არ შეცვლილა.
"ბავშვების წილობრივი პროცენტი არ არის მომატებული. წილი, ანუ საერთო ინფიცირებაში ისევ გვაქვს დაახლოებით 17-19%-ის ფარგლებში, მაგრამ რადგან მთლიანად ინფიცირების აბსოლუტური რაოდენობა მომატებულია, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ბავშვებშიც ინფიცირება აბსოლუტურ რიცხვში მომატებულია, მაგრამ ის რომ ბავშვების წილი უფრო მაღალი იყოს დღეს, ვიდრე იყო - ასე არ არის," - განაცხადა გამყრელიძემ.