სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გერმანიის ელჩთან ჰუბერტ ქნირშთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან, ჰუბერტ ქნირშთან შეხვედრა გამართა, რომელიც სამუშაო საუზმის ფორმატში შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესის მიმდინარეობასა და სამომავლოდ დაგეგმილი ნაბიჯების თაობაზე ისაუბრეს, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვასა და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ასევე ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგის, ნდობის აღდგენის და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

მათივე ინფორმაცით, სახელმწიფო მინისტრმა დიპლომატთან დეტალურად განიხილა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება, ისევე როგორც თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვებით შექმნილი გამოწვევები, რაც პანდემიის დროს კიდევ უფრო დამძიმდა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების ფაქტებზე. ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობითა და მჭიდრო კოორდინაციით ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას, ამჟამად უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.

სახელმწიფო მინისტრმა გერმანელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე პოზიციის, ასევე საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკისა და ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგებისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ძალისხმევის მხარდაჭერისთვის.

„გერმანიის ელჩთან ჩვენი დღევანდელი შეხვედრა წარმოადგენდა ჩართულობის და შერიგების პოლიტიკის განხორციელების პროცესში ჩვენი ინტენსიური და რეგულარული თანამშრომლობის ნაწილს, რომელზეც განვიხილეთ პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის მიმდინარე პროცესი, ისევე როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადგილზე არსებული მდგომარეობა, როგორც ადამიანის უფლებრივი კუთხით, ასევე სოციალური, ჰუმანიტარული და კოვიდპანდემიის თვალსაზრისით. ხაზგასმით აღინიშნა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადაში, ჰუმანიტარულ ჭრილში გათავისუფლების მნიშვნელობა. ჩვენ ვიმსჯელეთ რიგი მიმართულებებით თანამშრომლობის განვითარების გზებზე და ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებაზე კონკრეტული მიმართულებებით“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

„სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ვაგრძელებთ ჩვენს დიალოგს საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, ამ ორ რეგიონში ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე და ამ მიმართულებით გერმანიის მხრიდან დახმარების გაწევისა და მხარდაჭერის შესაძლებლობების თაობაზე. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ამ სფეროში მომუშავე გერმანული ორგანიზაციების შესახებ. ძალიან ვაფასებ გულწრფელ და ღია საუბარს, რომელიც მუდმივად გვაქვს სახელმწიფო მინისტრთან. ეს ძალიან კარგია, რომ გვაქვს ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან“,- განაცხადა გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა