„ქართულმა ოცნებამ“ 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის რუსთავსა და ბათუმში კანდიდატები დაასახელა

"ქართულმა ოცნებამ" 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად რუსთავსა და გარდაბანში ირაკლი შატაკიშვილი, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატად რამაზ ჯინჭარაძე დაასახელა.

აღნიშნულის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.

კობახიძის განცხადებით, პრინციპულად მნიშვნელოვანია ორივე არჩევნების მოგება, რადგან რუსთავი-გარდაბნის ოლქში არჩევნების მოგება მნიშვნელოვნად გააძლიერებს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს.

რაც შეეხება ბათუმის არჩევნებს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, მასზე დამოკიდებულია ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება, რაც აუცილებელია ქალაქის შეუფერხებელი განვითარებისათვის.

"როგორც მოგეხსენებათ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, გუშინ დაინიშნა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები რუსთავი-გარდაბნის საარჩევნო ოლქში და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები ბათუმის გონიო-კვარიათის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. არჩევნები ჩატარდება ზუსტად 2 თვეში, ამა წლის 2 აპრილს. დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული ორი არჩევნებისათვის „ქართული ოცნების“ კანდიდატების დასახელების შესახებ.

ქალაქ რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩვენი კანდიდატი იქნება ირაკლი შატაკიშვილი. ირაკლი გახლავთ მაღალკვალიფიციური იურისტი. მას იურიდიული განათლება მიღებული აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აგრეთვე გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში. სხვადასხვა დროს, ის მუშაობდა იურისტად ქართულ და გერმანულ კერძო კომპანიებში და საქართველოს პროკურატურაში. ირაკლი შატაკიშვილს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ბათუმის საკრებულოს არჩევნებში ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახლავთ რამაზ ჯინჭარაძე. რამაზ ჯინჭარაძეს აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის ძალზე მდიდარი, მრავალწლიანი გამოცდილება. ამჟამად, რამაზ ჯინჭარაძე იკავებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. რამაზ ჯინჭარაძეს ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ორივე არჩევნების მოგება. რუსთავი-გარდაბნის ოლქში არჩევნების მოგება მნიშვნელოვნად გააძლიერებს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს. რაც შეეხება ბათუმის არჩევნებს, მასზე დამოკიდებულია ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება, რაც აუცილებელია ქალაქის შეუფერხებელი განვითარებისათვის. წარმატებებს ვუსურვებ ირაკლი შატაკიშვილს და რამაზ ჯინჭარაძეს არჩევნებში", - განაცხადა კობახიძემ.

რუსთავსა და გარდაბანში "ქართულმა ოცნების” პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი შატაკიშვილის განცხადებით, მისთვის ორმაგად საამაყოა, რომ არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის წევრი და მას რუსთაველებისა და გარდაბნელების იმედი აქვს.

„ჩემთვის ორმგად საამაყოა ვიყო „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ამავდროულად, ჩემი მშობლიური ქალაქის, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში - ქალაქში, სადაც დავიბადე და ამჟამად ვცხოვრობ ოჯახთან ერთად. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო რუსთაველებს და გარდაბნელებს, რომ მე მაქვს თქვენი დიდი იმედი, შევხვდებით რუსთავში და გარდაბანში“, - განცხადა შატაკიშვილმა.

ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატის, რამაზ ჯინჭარაძის თქმით, მისი მხარდაჭერის შემთხვევაში, ბათუმს ეყოლება ადამიანი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მათზე იზრუნებს.

„მინდა მადლობა ვუთხრა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს ნდობისთვის. მინდა მივმართო ბათუმელებს და ვუთხრა, რომ ჩემი მხარდაჭერის შემთხვევაში ბათუმს ეყოლება ადამიანი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მათზე იზრუნებს“, - განაცხადა ჯინჭარაძემ.

საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები 2 აპრილს გაიმართება. 2022 წლის 2 აპრილს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავში აირჩევენ, ბათუმში კი საკრებულოს მაჟორიტარს. შუალედური არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში 117 საარჩევნო უბანი, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნები საქართველოს პარლამენტის და ბათუმის საკრებულოს გამოკლებული წევრების ასარჩევად ტარდება. პარლამენტი ნინო ლაცაბიძემ მას შემდეგ დატოვა, რაც რუსთავის მერად აირჩიეს, ხოლო ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა