კი, სამწუხაროდ, სისაწყლეს დავუჭირეთ მხარი, რადგან სხვა არჩევანი არ მქონდა - ან უკრაინისთვის მხარი არ უნდა დამეჭირა ან ნახევრად ფაბრიკატი ტექსტისთვის მხარი უნდა დამეჭირა, - ასე პასუხობს "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტის კითხვას, კრიტიკის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი არის "საწყალი", რატომ დაუჭირა მხარი მას.
როგორც მან აღნიშნა, მას არჩევანი ცუდსა და უარესს შორის ჰქონდა.
"რა თქმა უნდა, საწყალი ტექსტი იყო, გაცილებით უკეთესი იქნებოდა იქ იყოს ადრესატი ვინც არის საფრთხე - რუსეთის ფედერაცია, უნდა ყოფილიყო აუცილებლად ჩაწერილი და გაცილებით სწორი იქნებოდა, გაცილებით ღირსეულად წარმოვჩნდებოდით და გაცილებით უკეთესი იყო ყველას დაგვეჭირა მხარი, თუნდაც, იმ რეზოლუციისთვის. შენიშვნა შენიშვნაა, კრიტიკა კრიტიკაა, მაგრამ ეს იყო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, ამიტომ რაც შეგვეძლო ვთქვით, კრიტიკული აზრიც გამოვთქვით, ვითხოვეთ კიდეც - ნუ ვიჩქარებთ, გადავდოთთქო, მაგრამ იქ არის უკრაინაზე ლაპარაკი და ჩვენ ცუდს და უარესს შორის გვქონდა არჩევანი. უკეთესი იქნებოდა, წესიერი ტექსტი ყოფილიყო ყველა შევთანხმებულიყავით,"- განაცხადა ელისაშვილმა.