ხატია დეკანოიძე დავით მათიკაშვილს - ტექსტი, მესიჯბოქსი არ გივარგათ, ძალიან უგემოვნოდ იყო დაწერილი, შემდეგში რომ დაწერთ ან დაგიწერენ, სჯობს, რომ უფრო გამართულად ააგოთ

ტექსტი არ გივარგათ, ძალიან უგემოვნოდ იყო დაწერილი საერთო გზავნილებით და მესიჯბოქსით. შემდეგში რომ დაწერთ ან დაგიწერენ, ჯობს, რომ უფრო კონსტრუქციულად, უფრო გამართულად და უფრო თანამედროვედ ააგოთ ეს რაღაც ტრაფარეტული გზავნილები,- ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ მმართველი პარტიის წევრს დავით მათიკაშვილს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.

დეკანოიძის პასუხი მათიკაშვილის იმ განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, "ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტის კარი მხოლოდ მაშინ მოძებნა, როდესაც ქუჩის აქციების პროექტმა ფიასკო განიცადა.

დეკანოიძის განცხადებით, ყველასთვის გასაგებია, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი საზრუნავი ოპოზიციაზე საუბარი და ოპოზიციისთვის მიმართვაა, თუმცა ხალხს ეს მოსწყინდა.

„გულწრფელად რომ გითხრათ, მე ვფიქრობ, რომ ადამიანებს მოსწყინდათ, რომ თქვენი მთავარი საზრუნავი ჩვენზე საუბარია, ჩვენთვის მიმართვაა, მაგრამ მე მგონი ვადა გაუვიდა უკვე ამ ყველაფერს, ამიტომ შემდეგში რომ დაწერთ ან დაგიწერენ, ჯობს, რომ უფრო კონსტრუქციულად, უფრო გამართულად და უფრო თანამედროვედ ააგოთ ხოლმე ეს რაღაც ტრაფარეტული გზავნილები. არ ვაპირებდი პასუხის გაცემას, მაგრამ მომიწია.

მე დღეს ახლა ამ გამოსვლაში მინდა გავიხსენო ერთი ადამიანი, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ წარმომადგენლობით ორგანოში და ამ წარმომადგენლობით ორგანოში ყველას უნდა ახსოვდეს ერთი ადამიანის სახელი და გვარი და ეს ადამიანი დღეს აღარ სუნთქავს და აღარ არის ცოცხალი მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ თქვენს მიერ არჩევნების შემდეგ უმძიმესმა ზეწოლამ განაპირობა ის, რომ ნუგზარ ფუტკარაძე დღეს ვერ ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას საკრებულოში, ბათუმში. მე მინდა ძალიან კარგად გახსოვდეთ ამ ადამიანის სახელი და გვარი, იმიტომ, რომ ყველაფერი ნათელია, მაგრამ ხომ გასაგებია, რომ ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ ის მოპყრობა, რომელიც განახორციელა სახელმწიფომ და განახორციელა რიჟვაძეების კლანმა - დავით რიჟვაძემ და თქვენ მიერ ხელდასმულმა მეორე რიჟვაძემ და ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ ბათუმის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ მოეპოვებინა უმრავლესობა. ყველაფერზე წამსვლელები ხართ და როდესაც ჩვენ გვიკითხავთ რაღაც ტრაფარეტულ განცხადებებს, კარგად გახსოვდეთ, რომ ეს ადამიანი ცოცხალი არ არის და თქვენს ხელისუფლებას, თქვენ მიერ შექმნილ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას არც კი ჰქონია მცდელობა, რომ დაინტერესებულიყო, რატომ არ არის დღეს ნუგზარ ფუტკარაძე ბათუმის საკრებულოში. როდესაც ოპოზიციის მხრიდან ბევრჯერ იყო გაჟღერებული, რომ დაიბარეს ნუგზარ ფუტკარაძე, ჰქონდათ მცდელობა რომ ფული შეეთავაზებინათ, მაგრამ მან ღირსეულად გაუძლო ამ ზეწოლას, თუმცა შემდეგ ვეღარ გაუძლო მისმა ჯანმრთელობამ. თქვენ როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ არსებობს თურმე ღირსება და უსაფრთხოება, გეტყვით ღიად, რომ თქვენ ხელში საქართველოს მოქალაქეების ღირსება და უსაფრთხოება არ არსებობს. თქვენ ადამიანის სიცოცხლე არ გაღელვებთ,“- განაცხადა დეკანოიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა