„ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ რამდენი ადამიანის სიცოცხლე ეწირება ვირუსს და ეს რიცხვი მართლაც სავალალოა ჩვენი ქვეყნისთვის. ყოველდღიურად ვხედავთ ანტირეკორდს, როგორც ვირუსის გავრცელების ისე გარდაცვალების კუთხით და ამის ერთადერთი მიზეზია - დღევანდელი ხელისუფლების სისტემური შეცდომები და აბსოლუტურად არათანმიმდევრული და არაეფექტური გადაწყვეტილებები“, - ამის შესახებ გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი შეფასებით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მარტოა დატოვებული პანდემიიდან გამომდინარე კიდევ უფრო მომრავლებულ პრობლემებთან - უმუშევრობასთან, გაზრდილ გადასახადებთან.
„ეს სწორედ ის მოსახლეობაა, რომელსაც დღევანდელი მმართველი პარტია ჰყოფს თავისიანებად სხვისიანებად“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.