ირაკლი ზარქუა - დღეს „ხაბემ“ სიცრუის ტირაჟირების რეკორდი მოხსნა, ისე გამაოცა, რომ გაოგნებული ვიკითხე, 1-ელი აპრილი ხომ არ იყო - მასხარა, არც ერთ ტყუილს არ შეგარჩენ!

დღეს „ხაბემ“ სიცრუის ტირაჟირების რეკორდი მოხსნა, ისე გამაოცა, რომ გაოგნებული ვიკითხე, 1-ელი აპრილი ხომ არ იყო - შე მასხარა, არც ერთ ტყუილს არ შეგარჩენ! - ამ განცხადებით ოპოზიციონერ კოლეგას ლევან ხაბეიშვილს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ მიმართა.

„ვაჟბატონმა ხაბეიშვილმა თქვა, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგად ტარიფები გაიზარდა. დღეს ვერც ერთ ყვითელ ავტობუსს და „მარშრუტკას“, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლო იყო, ვერ ნახავთ. შექმნილია სისტემა, სადაც უსინათლოები, სკოლის მოსწავლეები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, შშმ პირები შეღავათით ისარგებლებენ - ზოგი უფასოდ დადის, ზოგი 10 თეთრიანი ტარიფით. ხოლო მათთვის, ვინც მუნიციპალური ტრანსპორტით ყოველთვის სარგებლობს, დავამატეთ, რომ ლურჯ “მარშრუტკაში“ ძველი თუ ახალი მეტრომანით ერთხელ რომ გადაიხდიან, მთელი 90 წუთის განმავლობაში უფასოდ მგზავრობის სარგებლობა შეეძლებათ. არის სხვადასხვა ტარიფები - თვეში 40 ლარი, დღეში - ერთი ლარი და ასე შემდეგ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ლევან ხაბეიშვილის კრიტიკის პასუხად ზარქუამ ისიც აღნიშნა, რომ “პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შუქზე გაზრდილი ტარიფი სუბსიდირებულია მთელი წლის განმავლობაში, რაც „ყველაზე მეტად შეჭირვებულ მილიონზე მეტ მოქალაქეს შეეხო“.

ირაკლი ზარქუამ ლევან ხაბეიშვილს ასევე მიმართა, “კარგად მოიკითხოს, მისი ბელადი როგორ გადასცემდა ტყეს ერთ ლარად და როგორ ჩუქნიდა მას საკუთარ პარტიულ მუშაკებს“.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა