ბექა დავითულიანი - ურაპატრიოტული გამოხტომებით მიზანს რომ ვერ მივაღწევთ და წალენჯიხის რეზოლუციებით რომ გეოპოლიტიკას ვერ შევცვლით, მინიმუმ ეს უნდა გავიაზროთ

მეჩვენება, რომ ოპოზიციის ნაწილის აზრით, მთავარი ფაქტორი ომში შანსის დანახვაა - მომავლის წინაშე გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ვიყოთ ფრთხილები, გონივრულები და ურაპატრიოტული გამოხტომებით მიზანს რომ ვერ მივაღწევთ და წალენჯიხის რეზოლუციებით რომ გეოპოლიტიკას ვერ შევცვლით, მინიმუმ ეს უნდა გავიაზროთ, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა დავითულიანმა ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე საუბრისას.

როგორც დავითულიანმა აღნიშნა, რეზოლუციაში რუსეთი ჩაიწერება თუ არა, პრაქტიკული თვალსაზრისით არსებულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში არაფერს შეცვლის.

„მთავარი ამბავი, რაც ყველას კარგად გვაქვს გასააზრებელი ის არის, რომ დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებების მცდელობაა გარკვეული სახელმწიფოების მხრიდან და უკრაინა, რა თქმა უნდა, არ არის მთავარი მიზანი ამ გადანაწილების და ძალთა ბალანსის ცვლილების. უკრაინა ამ დიდი გეოპოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენი, მმართველი გუნდის აზრით, მთავარი ფაქტორი არის უკრაინისა და მშვიდობის მხარდაჭერა, ხოლო ოპოზიციის ნაწილის აზრით, მეჩვენება, რომ ეს არის ომში შანსის დანახვა. თითქოს ამ კონფლიქტის გამწვავებაში რაღაც გამოსავალს ხედავენ და ჰგონიათ, რომ ამით უკეთ დალაგდება უკრაინის, ჩვენი და მთლიანად რეგიონის ინტერესები. არ მგონია, ეს ასე იყოს და ამას გამოცდილება გვიჩვენებს. არც აგვისტოს ომის ცხელ ფაზაში გადასვლამ მოუტანა ჩვენს ქვეყანას კარგი შედეგები. ის ომი ნამდვილად წავაგეთ და არ მოგვიგია, როგორც ამას ვიღაცები გვაზეიმებდნენ. არც რომელიმე სხვა რეგიონში, ახლო აღმოსავლეთის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ცხელი კონფლიქტები, რუსეთისთვის სავალალოდ და თავისუფალი სამყაროს საკეთილდღეოდ დასრულდა. სამწუხარო რეალობაა. არც უკრაინის უკვე არსებული კონფლიქტი, რომელიც დღესდღეობით შედარებით შენელებულია, დასრულებულა უკრაინის სასარგებლოდ და არც იმის მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ სხვა კონფლიქტები დასრულდება უკრაინის და ჩვენი რეგიონის სასარგებლოდ. ამ ფონზე რატომ ვხდით სადავოდ კონფლიქტის გამწვავება - არგამწვავების საკითხს და რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუციის მიღება რატომ არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე უკრაინის მხარდამჭერის, ამაში ლოგიკას ვერ ვხედავ.

რეზოლუციაში რუსეთს ჩავწერთ თუ არა, თქვენც არ გაქვთ ალბათ ილუზია და არც ჩვენ, რომ ეს რამეს შეცვლის საერთო ჯამში პრაქტიკული თვალსაზრისით ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, თუმცა აქ გადის ზუსტად ხაზგამყოფი, ვინ რას ვემხრობით. ჩვენ ვემხრობით მშვიდობას, დასავლურ ინსტიტუტებთან ნაბიჯ-ნაბიჯ ინტეგრაციას, მაქსიმალურ სიფრთხილეს იმისთვის, რომ ჩვენ დაგვცალდეს და შევძლოთ ამ მიზნების მიღწევა. თქვენ პირიქით - გგონიათ, რომ ამ მკაფიო ნაბიჯებით და კონფლიქტის შესაძლო გამწვავებით შეიძლება რაღაც შანსი გაჩნდეს. ეს შანსი, გამოცდილება გვაჩვენებს, რომ არ ჩნდება. მგონი, ჩვენი მომავლის წინაშე გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ვიყოთ ფრთხილები, გონივრულები. ურაპატრიოტული გამოხტომებით მიზანს რომ ვერ ვაღწევთ და წალენჯიხის რეზოლუციებით რომ გეოპოლიტიკას ვერ შევცვლით, მინიმუმ ეს უნდა გავიაზროთ”,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა