გარემოს დაცვასა და ტყის ფონდზე საუბრობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებმაც ტყე კინაღამ მთლიანად გაჩეხეს და გაყიდეს. ნუ იწვალებთ, ჩვენზე კარგად კანონმდებლობას ვერ აღასრულებთ, ამიტომ ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას ნურავის, მათ შორის პრემიერ-მინისტრის ოჯახს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი თავმჯდომარე მაია ბითაძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, რითაც პრემიერის ოჯახისთვის ბაკურიანის ტყის ნაწილის იჯარით გადაცემაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ნებისმიერ ადამიანს ჰქონდა უფლება აღნიშნულ აუქციონში მონაწილეობა მიეღო და ტყის-მოვლა პატრონობის ვალდებულებით მოეგო კონკრეტული ლოტი.
„ნებისმიერ ადამიანს უფლება გვქონდა მიგვეღო მონაწილეობა აუქციონში, სადაც ტყის მოვლა-პატრონობის ვალდებულებით შეგვეძლო მოგვეგო კონკრეტული ლოტი. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რაც ყოველდღიურად მიმდინარეობს. წელიწადის განმავლობაში ათასობით ამგვარი იჯარა გაიცემა, ამიტომ ნუ ქმნით სპილოს იმისგან, რაც არ არსებობს და ძალიან გთხოვთ, ნუღარ გვატყუებთ“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.