ზურაბ აზარაშვილი კელი დეგნანს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აშშ-ს ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მხარეებმა ერთობლივი პროექტები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა პანდემიის საკითხებზე და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესზე.

მინისტრმა დიპლომატს სოფლად ვაქცინაციის კამპანიის ახალი ეტაპის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ელჩთან შეხვედრისას განვიხილეთ კოვიდ-19-ის პანდემიის მიმდინარეობა და აშშ-ს მხარდაჭერა და როლი მართვის პროცესში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამინისტროს მიერ დაგეგმილ პროექტებსაც“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

შეხვედრაზე მხარეებმა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი ცვლილებებიც განიხილეს. იმსჯელეს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე. განიხილეს შრომის პირობების მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობაც.

„ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ შევხვდი ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს და მის ახალ მოადგილეს. ჩვენ განვიხილეთ სხვადსხვა საკითხები, მათ შორის რა თქმა უნდა კოვიდ-19, ასევე სხვა მნიშვნელოვანი თემები, რასაც აღნიშნული სამინისტრო მოიცავს. აშშ-ს საქართველოსთან 30 წლიანი, მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს. ვმუშაობდით საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე. ვმუშაობთ C ჰეპატიტის ელიმინაციის, ასევე იმუნიზაციის პროგრამებზე. დედათა და ბავშთა ჯანდაცვის სერვისების გაძლიერებაზე. მინისტრთან შეხვედრაზე პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები განვიხილეთ. მოგეხსნებათ, რომ დღეს ინფიცირების ძალიან მაღალი მაჩვენებელია, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას ვაქცინაციის მნიშვნელობას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუსტერ დოზების გაკეთება. მსოფლიო გამოცდილებიდან კარგად ჩანს რომ ვაქცინა არის უსაფრთხო, ეფექტური და მას შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა. იმუნიზაციის პროცესის გამარტივებისთვის კი სამინისტროს ძალიან კარგი პროგრამები აქვს, რაც მოსახლეობისთვის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს“,- ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა