„ნაციონალური მოძრაობის" ხელვაჩაურის ორგანიზაციის წევრები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ

აჭარის მთავრობის სახლთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელვაჩაურის ორგანიზაციის წევრები არიან შეკრებილები.

როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი მიშა ბოლქვაძე აცხადებს, ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

მისი თქმით, 2019 -2020 წლის აუდიტის დასკვნის შედეგად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თანხები კორუფციული გზით გაიფლანგა. მისი თქმით, საუბარია მილიონობით ლარზე.

მიშა ბოლქვაძე აცხადებს, რომ კორუფციული გზით გაფლანგული ფულის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ იცოდა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები შესაბამის უწყებებს მიმართავს და პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვენ.

"ხელვაჩაურში უნდა დასრულდეს კორუფცია. 2019 წელს მთავრობის სხდომა თორნიკე რიჟვაძემ ხელვაჩაურში ჩაატარა და განაცხადა, რომ ხელვაჩაურში კორუფცია არ არის და დამარცხებულია, - ამის პარალელურად აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ 2019 წელს, რომ 11 მილიონ ლარზე მეტი კორუფციული გზით დაიხარჯა. ასევე წერია, რომ 300 000 ლარი კომპანიებზე არის ჩარიცხული, თუმცა მიზანი არ ჩანს. 64 თანამშრომელი ჰყავთ, რომლებიც ვერ აკონკრეტებენ რას აკეთებენ, თუმცა ხელფასებს იღებენ. ისინი თორნიკე რიჟვაძის ნათესავები არიან", - აცხადებს მიშა ბოლქვაძე.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა