იოსებ ხახალეიშვილი „ბუსტერ“ დოზით აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
იოსებ ხახალეიშვილი ორჯერადად იყო აცრილი „სინოფარმის“ ვაქცინით, ამჯერად კი „ფაიზერით“ აიცრა.
„იმისთვის, რომ პანდემია რაც შეიძლება მალე და ნაკლები ზიანით დავასრულოთ, ვაქცინაციას ალტერნატივა არა აქვს. ამ პროცესში მნიშვნელოვანია "ბუსტერ" დოზებით დროულად აცრაც.
იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანაქალაქელები კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში და მალე ყველა ერთად დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ცნობისთვის, ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში შესაძლებელია როგორც პირველადი, ისე „ბუსტერ“ დოზებით ვაქცინაცია.