ხათუნა სამნიძე მამუკა მდინარაძეს - თქვენ თქვით, რომ „ისეთი ტექსტი მოვამზადეთ, ვერავინ შემოგვედავება და ყველასთან მართლები ვართო“, - რუსეთსაც თვლით?

თქვენ თქვით, რომ „ისეთი ტექსტი მოვამზადეთ, ვერავინ შემოგვედავება და ყველასთან მართლები ვართო,” - რუსეთსაც თვლით? - ასე მიმართა “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს.

სამნიძის თქმით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია არ უნდა იყოს ორაზროვანი.

როგორც სამნიძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება მართალი უნდა იყოს, როგორც საკუთარ მოქალაქეებთან, ისე უკრაინასთანაც.

“თქვენ თქვით, რომ “ისეთი ტექსტი მოვამზადეთ, ვერავინ შემოგვედავება და ყველასთან მართლები ვართო,” - რუსეთსაც თვლით? მართლები უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეებთან, ოპოზიციასთან, საკუთარ გუნდთან, უკრაინასთან და დასავლელ პარტნიორებთან. თუ თქვენ ამბობთ, რომ არაფერს ნიშნავს ეს სიტყვა და რას გადაეკიდეთო, ჩვენი თხოვნა ის კი არ არის “გეშინიათ-არ გეშინიათ,” არამედ ორაზროვანი ნუ იქნება რეზოლუცია”, - მიმართა სამნიძემ მდინარაძემ.

საპასუხოდ უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ “რუსეთთან მართლები რომ ვიყავით, ამიტომ მოვიგეთ სტრასბურგი.”

“ეს პოზიცია არ იყო “ნაცმოძრაობის.” ვერ მოვიგებდით 2012 წლამდე რა პოზიციაც ჰქონდა ამ ქვეყანას, იმ პოზიციით, რადგან ისკანდერის ნაწილები იყო დამალული”, - უპასუხა მდინარაძემ სამნიძეს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა