ბანგლადეში რომ არ აპირებს უკრაინაში ომის, მგონი, ეს ისედაც ცხადია,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი ჟურნალისტებთან ოპოზიციის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტში რუსეთის ფედერაცია ნახსენები არ არის.
დავითულიანის თქმით, რეზოლუცია ემსახურება იმას, რომ უკრაინაში ომი დაშვებული არ იქნას და ის უკრაინაში მშვიდობის მხარდამჭერი რეზოლუციაა.
„საქართველოს პარლამენტი არის პირველი პარლამენტი მთელს მსოფლიოში, რომელიც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას იღებს. რაც შეეხება სიტყვა რუსეთის ჩაწერა- არჩაწერას, ბანგლადეში რომ არ აპირებს უკრაინაში ომს, მგონი ეს ისედაც ცხადია. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს გული წყდებათ, რომ ეს კონფლიქტი აქ არ არის და ჰგონიათ, რომ ამ კონფლიქტში საკუთარი პოზიციის აგრესიულად გამოხატვა არის პატრიოტიზმის დამტკიცება, მე ასე არ მგონია“, - განაცხადა დავითულიანმა.