ალეკო ელისაშვილი - „ქართული ოცნების“ შემუშავებელი რეზოლუცია გამაოგნებელია, უკრაინაზე საუბრობდე და მტერს არ ახსენებდე, რანაირი რეზოლუციაა - აბა, ჭინკები შეესივნენ უკრაინას და ისინი ემუქრებიან?!

ის რეზოლუცია რაც „ქართულმა ოცნებამ" შეიმუშავა, გამაოგნებელია, უკრაინაზე და მის საფრთხეებზე საუბრობდე და მტერს არ ახსენებდე, რანაირი რეზოლუციაა - აბა, ჭინკები შეესივნენ უკრაინას თუ ჭინკები ემუქრებიან საზღვარზე?! - ასე ეხმიანება "მოქალაქეების" ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის ტექსტს, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა.

მისი თქმით, პარლამენტმა აუცილებლად უნდა მიიღოს რეზოლუცია, სადაც ნახსენები იქნება რუსეთი და მას ყველა პარტიის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს.

"უთავმოყვარეობაა და გაუგებარია რუსეთის არ ხსენება, ვისურვებდი ტექსტი იყოს ადეკვატური, რუსეთიც იყოს ნახსენები და რეალობა იყოს აღწერილი და აბსოლუტურად ყველამ დავუჭიროთ მხარი მეგობარ ქვეყანას, რომელიც გასაჭირშია. იმედი მაქვს, დაკორექტირდება ტექსტი, თუ არა, ეს იქნება ძალიან დიდი სირცხვილი თითოეული ჩვენგანის", - განაცხადა ელისაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ბოიკოტის დასრულებას და დადებითად შეაფასა.

"არ მესმის ისეთი ბოიკოტის, ხელფასი რომ არ დაგექვითოს, ამისთვის კომიტეტების სხდომის ოქმს რომ ხელს აწერ და მერე ვითომ ბოიკოტში ხარ. ე.ი. მუშაობა გეზარება, ეს იყო "ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. ბოიკოტი. კარგი იქნება თუ საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებიან აქტიურად და მათი საპარლამენტო საქმიანობა მაგიდაზე ახტომით არ შემოიფარგლება,"- განაცხადა ელისაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა