ალეკო ელისაშვილი - ჩვენ, დიდი ალბათობით, გიორგი კალანდარიშვილს მხარს დავუჭერთ

ჩვენ, დიდი ალბათობით, კალანდარიშვილს მხარს დავუჭერთ, - ამის შესახებ "მოქალაქეების" დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი კალანდარიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე კალანდარიშვილთან ისაუბრეს, რომ საარჩევნო სიებთან დაკავშირებით კანონმდებლობა უფრო ადეკვატური უნდა გახდეს.

"ჩვენ შეფასებას თუ ვინმე არ ენდობა, ამოიღოს ნებისმიერი საერთაშორისო, IRI იქნება, NDI თუ სხვა ან ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებები, სადაც წერია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნების ადმინისტრირება ჩაატარა ძალიან კარგად და იყო ძალიან ორგანიზებული არჩევნები, მაშინ ცესკო- ს ხელმძღვანელობდა გიორგი კალანდარიშვილი და შესაბამისად, მის აქტივშია ეს ჩატარებული არჩევნები. ამიტომ მხარს ვუჭერთ. თუმცა, დღევანდელ შეხვედრაზე მაინც გვქონდა საუბარი, რომ უფრო ადეკვატური უნდა გახდეს ზოგადად საარჩევნო კანონმდებლობა, ეს ცესკო- ს პირდაპირ არ ეხება და პარტიების რეგისტრაციის საკითხი იქნება თუ სიების წარდგენა, უფრო პატიოსანი უნდა გახდეს.

ჩვენ ვიცით, რომ სიების წარდგენისას თავს ვიტყუებთ და ნათესავებს ვსვამთ ხოლმე, რომ სია იყოს სრული, ამაზე ვესაუბრებოდით კალანდარიშვილს და პირობა გვაქვს, რომ საერთაშოროსო კანონმდებლობას ჩახედავს და ადეკვატურს გავხდით,"- განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისათვის, კალანდარიშვილი "მოქალაქეებთან" ერთად "გირჩის" დეპუტატებსაც შეხვდა, დღესვე მან შეხვედრა გამართა ასევე "ევროპელ სოციალისტებთან".

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა