გადავა თუ არა სკოლები სწავლების ონლაინ რეჟიმზე, ხვალ, 1-ელ თებერვალს გახდება ცნობილი.
შესაბამისი განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისივე განმარტებით, სკოლებსა და ბაგა-ბაღებთან დაკავშირებულ საკითხზე საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს.
„რაც შეეხება სკოლების და ბაღების ონლაინ რეჟიმზე გადაყვანას, ხვალ იქნება საკოორდინაციო საბჭო და ამ საკითხს იქ განვიხილავთ, თუ არის ამაზე ეპიდემიოლოგების მხრიდან მოწოდება“, - განაცხადა აზარაშვილმა.