მიმდინარე კვირაში წამლებზე რეგისტრაციის განაცხადები შემოვა და კომპანიები წამლების შემოტანას აქტიურ რეჟიმში დაიწყებენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, ფარმაცევტულ კომპანიებს თურქ მწარმოებლებთან მოლაპარაკებები დაწყებული აქვთ.
„თურქული ბაზარი უკვე გახსნილია და მე რამდენადაც ვიცი, კომპანიებს თურქ მწარმოებლებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვთ. მიმდინარე კვირაში უკვე შემოვა წამლებზე რეგისტრაციის განაცხადები და ისინი წამლების შემოტანას აქტიურ რეჟიმში დაიწყებენ. საუბარია, როგორც თურქეთში წარმოებულ მედიკამენტებზე, ასევე თურქეთში იმპორტირებულ მედიკამენტებზე, რომლებიც თურქეთის გავლით საქართველოში შესაბამისი სერტიფიკატების და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე შემოვა,“ - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
შეგახსენებთ, თურქეთის ბაზარი 17 იანვარს გაიხსნა.