ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლომდე თბილისის ინფექციური საავადმყოფო ახალ ლოკაციაზე გადავა

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლომდე თბილისის ინფექციური საავადმყოფო ახალ ლოკაციაზე გადავა.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ახალ ლოკაციაზე სარემონტო სამუშაოები დაიწყება.

„მიღებულ იქნა ინფექციური საავადმყოფოს ახალ ლოკაციაზე გადაყვანის და იმ ახალ შენობაში სარემონტო სამუშაოების ჩატარების გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება დაჩქარებულად იქნა მიღებული იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ მიცემული გვაქვს პირობა როგორც იმ მოიჯარისთვის, სადაც დღეს არის ინფექციური საავადმყოფო, ასევე, ინფექციური საავადმყოფოს მენეჯმენტისთვის, რომ ჩვენ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ახალ ლოკაციაზე გადავიყვანთ მათ და გვექნება საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო და უმაღლესი სტანდარტების კლინიკა“, - განაცხადა აზარაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა