დავით მათიკაშვილი - ჩვენ სიძულვილის ენის გამოყენებისგან აბსოლუტურად დაცლილი ვართ

ჩვენ სიძულვილის ენის გამოყენებისგან აბსოლუტურად დაცლილი ვართ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა,

დავით მათიკაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწოდებაზე საუბრისას განაცხადა.

დავით მათიკაშვილის თქმით, „ბულინგის, ტალახის და მუქარის სათავე“ პარტიული ტელევიზიები არიან, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს, რათა საზოგადოებაში მღელვარება შეიტანონ.

სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად იცის, თუ რას ნიშნავს სიძულვილის ენა და რას ნიშნავს იყო "შავი პიარის", ტყუილის და დეზინფორმაციის ობიექტი საარჩევნო პროცესის განმავლობაში, განიცადო ეს საკუთარი ოჯახის წევრების მაგალითზე. კარგად გვახსოვს, თუ როგორი ბულინგი და პირდაპირ სიცოცხლის განადგურების მუქარებიც კი ისმოდა მოქმედი პრეზიდენტის ვაჟიშვილთან დაკავშირებით. კარგად გვახსოვს ყველას ეს ნიუანსები, ამიტომ სავსებით გასაგებია.

მე შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურად ვუერთდები პრეზიდენტს იმ ინიციატივაში, რასაც ჰქვია საერთო ეროვნული შერიგება. ამ ყველაფრის დაწყებას სიძულვილის ენაზე უარის თქმით გააჩნია თავისი ლოგიკა. ეს იმ ალგორითმში ჯდება, თუ როგორ უნდა შევძლოთ და საბოლოოდ აგრესია და პოლარიზაცია დავიყვანოთ იმ ნიშნულამდე, სადაც შესაძლებელი იქნება საზოგადოების ერთმანეთისადმი თუნდაც ანტაგონისტურად ან ერთი აზრით არ მოქმედი პირების მხრიდან ადამიანურ, ევროპულ ცივილიზებულ გარემოში მოქმედება.

ჩვენ სიძულვილის ენის გამოყენებისგან აბსოლუტურად ვართ დაცლილი. ამ ეტაპზეც და წინა ეტაპზეც, განსაკუთრებით საარჩევნო პროცესში, მე გაგახსენებთ ქალბატონი სალომეს ანუ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს. პირველი ტურის განმავლობაში ერთი ზედმეტი სიტყვა ძალადობრივი შინაარსის შემცველი ან რაიმე სახის თუნდაც მითითება იმაზე, რომ 2003-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობა“ რას აკეთებდა, სიტყვა არ იყო მსგავსი, არ თქმულა და მთელი ეს ტალახი, ბულინგი და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რომელიც ქალბატონი სალომეს მიმართ მოდიოდა, ამის პირველი სათავე არის და იყო ის ტელევიზიები, პარტიული რუპორები, რომლებიც მაშინაც და დღესაც არ ერიდებიან არაფერს ოღონდ საზოგადოებაში მოახდინონ მღელვარება“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა