ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში დაჩქარებული წესით შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია, ჩამოყალიბდეს სამინისტროს ინსტიტუციური მოწყობისა და მმართველობის იმგვარი მოდელი, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად აღსრულდეს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებები და დაინერგოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ისეთი სისტემა, რომელიც მორგებული იქნება როგორც ქვეყნის არსებულ რეალობას, ასევე მიმართული იქნება ბიზნეს პროცესების გამარტივებისა და გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვისკენ.

„კანონპროექტის მიზანია, კოდექსის პრაქტიკული გამოყენების პროცესში გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა და ცალკეული, ტერმინების, რეგულაციების დახვეწა, კოდექსის ნორმების პრაქტიკაში უკეთ აღსრულების უზრუნველსაყოფად", -განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, კომიტეტის დასკვნაში ტექნიკური შენიშვნები იქნება ასახული გარდამავალი დებულებების ნაწილთან დაკავშირებით.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას. სხდომის დასასრულს, მიხეილ სარჯველაძემ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა კოლეგებსა და საქართველოს მოქალაქეებს.

„ეს დღე ბევრ ცივილიზებულ სახელმწიფოში აღინიშნება საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, რათა ყველამ თითო ნაბიჯი გადავდგათ ამ მიმართულებით", - განაცხადა სარჯველაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა