თინა ხიდაშელი - ომი ნიშნავს მოწინააღმდეგეებსა და მოკავშირეებს და ვისი მოკავშირეა საქართველო, უნდა ჩანდეს - მთავარი კითხვაა, ჰყოფნის თუ არა ხელისუფლებას გამბედაობა, საკუთარი თავი რომელიმე ბანაკს მიაკუთვნოს

ამ ომში რუსეთი ვერ გაიმარჯვებს, ამ ბრძოლას რუსეთი აუცილებლად წააგებს, ის დამარცხდება დასავლეთთან, დამარცხდება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაძლიერებულ უკრაინასთან და უკრაინასთან მისი მარცხი ავტომატურად ნიშნავს მის მარცხს საქართველოში, იმ პირობით თუ საქართველოს ხელისუფლება მზად იქნება ამისთვის, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი შეფასებით, რუსეთს სამხედრო ინტერვენციის კვალობაზე ელის გარდაუვალი მარცხი და ბევრი დაღუპული სამხედრო. ხიდაშელმა იმედი გამოთქვა, რომ ამ ფონზე მოსკოვი რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ირგვლივ მობილიზებული რუსული სამხედრო ძალების უკან გაყვანა, პირადად პუტინის ძალაუფლებისთვის პრობლემა იქნება.

„მე დიდი იმედი მაქვს, რომ აგრესია არ განხორციელდება და დასავლეთი მოახერხებს რუსეთის შეჩერებას, თუმცა თუ მოვლენები მაინც სამწუხარო სცენარით განვითარდა, თავდასხმა მოხდა, ეს იქნება რუსეთის ამ პერიოდის პოლიტიკის დასასრული, რაც, საბოლოო ჯამში, გრძელვადიანად დადებითად აისახება მის მეზობლებზე და მათ შორის, საქართველოზე, ოღონდ იმ პირობით, თუ საქართველო თავად გამოავლენს თავისუფლებისთვის ბრძოლის ნებას, უნარს, პოლიტიკურ მზაობას, იმიტომ, რომ ამ ომში რუსეთი ვერ გაიმარჯვებს, ამ ბრძოლას რუსეთი აუცილებლად წააგებს, ის დამარცხდება დასავლეთთან, დამარცხდება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაძლიერებულ უკრაინასთან და უკრაინასთან მისი მარცხი ავტომატურად ნიშნავს მის მარცხს საქართველოში, იმ პირობით თუ საქართველოს ხელისუფლება მზად იქნება ამისთვის.

გარდაუვალი მარცხი, რომელიც ელოდება რუსეთს თუკი ის სამხედრო ინტერვენციას განახორციელებს მორიგ ჯერზე - ეს არის ერთი არჩევანი და მეორე არის უამრავი დაღუპული სამხედრო, რომელიც რუსეთში დაბრუნდება. იმედი მაქვს, რომ რაციონალიზმი გადაწონის რუსეთში, იმიტომ, რომ მათ ასევე ყველაფერთან ერთად ახსოვთ, როდის დაიწყო საბჭოთა კავშირის ნგრევა და ეს დაიწყო მაშინ, როდესაც გამრავლდა ცინკის კუბოები ავღანეთიდან,“- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ამასთანავე, როგორც თინა ხიდაშელმა აღნიშნა, ომი ნიშნავს მოწინააღმდეგეებსა და მოკავშირეებს და ვისი მოკავშირეა საქართველო, უნდა ჩანდეს ქვეყნის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.

„მთავარი კითხვა რეზოლუციასთან მიმარებით არის, საქართველოს ხელისუფლებას ჰყოფნის თუ არა გამბედაობა, რომ საკუთარი თავი მიაკუთვნოს რომელიმე ბანაკს, სადაც ჩვენი ბუნებრივი ადგილია. მაშინ, როდესაც ომია, ომში არსებობენ მტრები ანუ მოწინააღმედეგეები და მოკავშირეები. ვისი მოკავშირეები ვართ ჩვენ, ამ რეზოლუციაში ეს უნდა ჩანდეს, ამ რეზოლუციაში ეს არ იკითხება. პრევენციას ახდენს რეზოლუციით საქართველოს ხელისუფლება ომის, რომლის ინიციატორიც არ იცის, ვინ არის და ეს არის კატასტროფა.

მე მგონია, რომ არის ნაწილი ადამიანებისა ჩვენს ქვეყანაში, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ, რომ რუსეთი მხოლოდ მაშინ იწყებს მოქმედებას, როდესაც გამოიწვევენ, არადა სინამდვილეში აბსოლუტური, მრავალჯერ დადასტურებული ფაქტია, რომ არაფერი მსგავსი რუსეთს არ სჭირდება და ამის საუკეთესო მაგალითია სწორედ უკრაინა, რომელსაც 2014 წლამდე ანუ იმ მომენტამდე, როდესაც ყირიმის ანექსია მოხდა, ოფიციალურად არც ერთხელ არ ჰქონდა გაცხადებული ნატოში გაწევრიანების სურვილის შესახებ. თუ ეს არის მთავარი პრობლემა, რომელიც აღიზიანებს თურმე რუსეთს, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაუგებარია უკრაინის ამბები,“- განაცხადა ხიდაშელმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა