იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სომხეთში ვიზიტის ფარგლებში არმავირის პენიტენციური დაწესებულება მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
"იუსტიციის მინისტრმა ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და საქართველოს მოქალაქეებს გაესაუბრა, რომლებიც სასჯელს არმავირის ციხეში იხდიან.
რატი ბრეგაძემ პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ პატიმართა უფლებები მაღალ დონეზეა დაცული", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სომხეთში სასჯელს 7 საქართველოს მოქალაქე იხდის.