თინა ბოკუჩავა - ხელისუფლების ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, ოპოზიციამ შესთავაზა მათ მთელი რიგი ინიციატივები უკრაინასთან მიმართებაში, მაგრამ მივიღეთ რეზოლუციის ტექსტი, სადაც ნახსენებიც კი არ არის რუსეთი

სამწუხაროდ, ჩვენ მივიღეთ რეზოლუცია, სადაც ნახსენებიც კი არ არის რუსეთი, ეს ტექსტი გაუარესდა შეხვედრიდან შეხვედრამდე, როდესაც არ არის ხსენება ოკუპაციის, შესაძლო სამხედრო აგრესიის, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ გავუზიარეთ ეს წუხილები უკრაინის ელჩს და მას ძალიან კარგად ესმის, რომ ეს წუხილები არის ლეგიტიმური, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ უკრაინის ელჩთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ განმარტა, რეზოლუციაზე მუშაობა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გაგრძელდება, რომ ტექსტი შეიცვალოს, ხოლო „ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ რეზოლუციას „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს.

„ხელისუფლების ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, ოპოზიციამ შესთავაზა მათ მთელი რიგი ერთობლივი ინიციატივები უკრაინასთან მიმართებაში, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ მივიღეთ რეზოლუციის ტექსტი, სადაც ნახსენებიც კი არ არის რუსეთი. ეს ტექსტი გაუარესდა შეხვედრიდან შეხვედრამდე, როდესაც საერთოდ ამოიღეს რუსეთი, არ არის ხსენება ოკუპაციის, არ არის ხსენება შესაძლო სამხედრო აგრესიის და საუბარია, შესაძლო ესკალაციაზე, რომელსაც შეუძლია პასუხისმგებლობის გადანაწილება მოახდინოს თანაბრად, მათ შორის, რუსეთსა და უკრაინას შორის, რაც არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ გავუზიარეთ ეს წუხილები უკრაინის ელჩს და მას ძალიან კარგად ესმის, რომ ეს წუხილები არის ლეგიტიმური, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად იმისთვის, რომ რეზოლუციის ტექსტი შეიცვალოს და ასახული იყოს რეალურად მასში საქართველოს, ისევე როგორც უკრაინის ინტერესები. ამ ფორმით, ამ ტექსტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით შემიძლია გითხრათ დადასტურებით, რომ ჩვენ მას მხარს არ დავუჭერთ, რამდენადაც ახლა განვიხილე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, ამ ტექსტს არ ექნება არც სხვა ოპოზიციური ფრაქციების მხარდაჭერა პარლამენტში“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა