საქართველოს სახალხო დამცველი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სტრასბურგში ვენეციის კომისიის ახლადარჩეულ პრეზიდენტს კლერ ბაზი მალარის შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სახალხო დამცველმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტს საქართველოს სახალხო დამცველის მანდატი გააცნო და სახალხო დამცველის აპარატისა და უფლებადამცველი დამოუკიდებელი ინსტიტუტების წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა.

ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა ვენეციის კომისიის მოსაზრებების მნიშვნელობას კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რასაც სახალხო დამცველი თავის რეკომენდაციებსა თუ ანგარიშებში ხშირად ეყრდნობა.

თანამშრომლობის გაღრმავების და „ვენეციის პრინციპების“ პოპულარიზაციის მიზნით, სახალხო დამცველმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა