ალუდა ღუდუშაური - ბატონები და ქალბატონები, დიპლომატიის დედები და მამები, დიპლომატიის სტანდარტს გვიწუნებენ - დიდი ბოდიში, მაგრამ რეზოლუციაში ვერ მოხვდება ვერც სააკაშვილის და ვერც „ნაცმოძრაობის” მოსაზრებები

კარგად გვახსოვს მათი დიპლომატია - ბატონები და ქალბატონები, დიპლომატიის დედები და მამები, დღეს დიპლომატიის სტანდარტს გვიწუნებენ, - ძალიან სამწუხაროა, რომ რადიკალურმა ოპიზიციურმა ძალებმა ვერ მოახერხეს, ვიწროპარტიულ ინტერესებს გასცდენოდნენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სამარცხვინოა, როდესაც ოპოზიცია საუბრობს, “თითქოს შეუთანხმებელ ისეთ პირობებზე, რომელიც არის არა უკრაინელი ხალხისთვის მხარდაჭერა, არამედ მათი პარტიული ამოცანა".

„ძალიან სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოს ჰყავს ძირითადი ოპოზიციური ძალები, რომლებიც რადიკალიზმით და ვიწროპარტიული ინტერესით გამოირჩევიან. ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ძალიან სამწუხაროა, რომ ამ რადიკალურმა ოპიზიციურმა ძალებმა ვერ მოახერხეს, ვიწროპარტიულ ინტერესებს გასცდენოდნენ. სამარცხვინოა, როდესაც საუბრობენ, თითქოს შეუთანხმებელ ისეთ პირობებზე, რომელსაც ოპოზიცია აყენებს და სინამდვილეში ეს გახლავთ არამც და არამც არც უკრაინელი ხალხისთვის მხარდაჭერა, არამედ მათი პარტიული ამოცანა.

არსად, არცერთი ქვეყნის წარმომადგენელი არ იქცევა იმდაგვარად, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას” და მასთან მიკედლებულ პოლიტიკურ პარტიებს უნდათ. კარგად გვახსოვს მათი დიპლომატია - ბატონები და ქალბატონები, დიპლომატიის დედები და მამები, დიპლომატიის სტანდარტს გვიწუნებენ. მათ მიერ ნამართი ქვეყანაც გვახსოვს, მათ მიერ ხელმოწერილი რეზოლუციებიც, სამარცხვინო საქციელი. ამიტომ, თავი შეიკავონ. ჩვენს გვაქვს საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანა მაღალი პასუხისმგებლობით, მშვიდობიანად ვმართოთ. მათ მიერ შემოთავაზებული ვერსიები თვითონვე ეწინააღმდეგება რეზოლუციის არსს. დიდი ბოდიში, მაგრამ რეზოლუციაში ვერანაირად ვერ მოხვდება ვერც სააკაშვილის, ვერც “ნაციონალური მოძრაობის” და ვერც მათი ძმანი და დანის დღის წესრიგი და მოსაზრებები“,- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი პარლამენტს :ქართული ოცნების“ სახელით წარედგინება და მას ამ დრომდე მმართველი გუნდის გარდა, არც ერთი საპარლამენტო ჯგუფი ხელს არ აწერს. რეზოლუციის პროექტის სახელწოდებაა “უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა