პარტია „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თანმიმდევრული არასდროს ყოფილა.
„ოცნების“ ხელისუფლება თანმიმდევრული არასოდეს ყოფილა და რატომ ველოდებით, რომ თუნდაც უკრაინასთან მიმართებაში იქნება?
უკრაინა კი არა, არასოდეს არაფერი გაუპროტესტებიათ.
ერთადერთი, რაც აღელვებთ და რასაც აპროტესტებენ, პირადად მათ ინტერესებს თუ შეეხები. ეს კი იმიტომ ხდება, რომ მათთვის ყველა გადაწყვეტილება არის სახიფათო - შეცდომა არ დაუშვან და ის ერთი კაცი შემთხვევით არ გააბრაზონ. ამიტომაც ვართ ასე დაპაუზებულები და აღარ ვწერივართ აღარაფერში.
თუნდაც ბოლოს მომხდარი შშმ პირის მიმართ ძალადობის ფაქტი. შს მინისტრი სხვისი პირით არ უნდა საუბრობდეს. მას მეტი პასუხისმგებლობა რომ ეგრძნო, განცხადებას პირადად გააკეთებდა.
ვახტანგ გომელაურის დუმილი კი, ამ შემთხვევაში არის თანხმობის ნიშანი და იმ ქმედების წახალისება, რასაც ადგილი ჰქონდა.
ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის სისტემური დანაშაული, რადგან კონკრეტული პირების დონეზე ასეთი გადაწყვეტილებების მიღება არ ხდება“,- აცხადებს დავით ჭიჭინაძე.