ალუდა ღუდუშაურმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციათა ციკლი გახსნა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაურის საჯარო ლექციით - „საკანონმდებლო ხელისუფლება თანამედროვე საქართველოში", გაიხსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციათა ციკლი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიება zoom-ის პლატფორმაზე, ონლაინ ფორმატში გაიმართა, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის ასამდე სტუდენტი და სხვა თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

ალუდა ღუდუშაურმა იმედი გამოითქვა, რომ სტუდენტების აქტივობა საკანონმდებლო ორგანოსთან თანამშრომლობის კუთხით მომავალში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

„მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდებთან შეხვედრა. საუბარი ძირითადად პრაქტიკოსი იურისტის თვალით დანახულ საპარლამენტო საქმიანობას და ამ პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობას ეხებოდა. გავუზიარე ის ხედვები და სამომავლო ნაბიჯები, რომელსაც ეფექტური საპარლამენტო საქმიანობის კუთხით ვგეგმავთ და ამავდროულად ვახორციელებთ. მნიშვნელოვანია, რომ სახეზე გვაქვს წარმატებული თანამშრომლობის მაგალითიც, როდესაც სტუდენტებმა პარლამენტში უბილეთო მგზავრობის საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება წარმოადგინეს და რომელიც გაზიარებულ იქნა პარლამენტის მიერ. ვფიქრობ, რომ საერთოდ, სტუდენტების აქტიურობა, საკანონმდებლო ორგანოსთან თანამშრომლობა და ამა თუ იმ საკითხების გადაწყვეტაში ჩართულობა, მათ შორის, პოლიტიკურ საკითხებში, ვგულისხმობ ინიციატივების კუთხით, მეტად მნიშვნელოვანია და დღევანდელი შეხვედრაც ამას ისახავდა მიზნად. ნამდვილად ახალგაზრდებთან აქტიური, მჭიდრო თანამშრომლობით უნდა ხდებოდეს იმ ნაბიჯების გადადგმა, რომლებსაც თუნდაც პარლამენტი ახორციელებს. ხელისუფლების მიზანია, კიდევ უფრო მეტად ინკლუზიური იყოს ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში, რაც საბოლოოდ კიდევ უფრო მეტად განაპირობებს ერის კონსოლიდირებას და ქვეყანას, საბოლოო ჯამში, წინ წაიყვანს. ეს არის, ვფიქრობ, ჩვენი ამოსავალი წერტილი და ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო ეს შეხვედრაც", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა შეხვედრის შემდეგ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა