თინა ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ მიიღო პარტიამ ამ დრომდე გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლა-არ შესვლის თაობაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ მიიღო პარტიამ ამ დრომდე გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლა-არ შესვლის თაობაზე.

ბოკუჩავას თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია და ის, რომ პარტიაში გადაწყვეტილებები დემოკრატიულად მიიღება, ნორმალური პროცესია.

„ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებელი თავმჯდომარე არის პოლიტიკური ტყვე, შესაბამისად, ნებისმიერი პოლიტიკური პროცესისთვის სივრცე ძალიან შევიწროებულია. ვფიქრობ, ჯანსაღი და ნორმალური პროცესია, როდესაც პარტიაში დემოკრატიულად მიიღება გადაწყვეტილებები და არა ერთი ადამიანების დიქტატით, როგორც „ქართულ ოცნებაში“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა