თინა ბოკუჩავას განცხადებით, ოპოზიციას რეზოლუციასთან დაკავშირებით რამდენიმე პრინციპული საკითხი აქვს, მათი შენიშვნები საპარლამენტო უმრავლესობამ მოინიშნა და გუნდში განიხილავენ

საერთაშორისო თანამეგობრობა იყენებს ამ ტერმინს და რეალურად ეს ხდება უკრაინის საზღვრებთან - ეს არის შესაძლო რუსული აგრესია. ამას სხვა შეფასება ვერ ექნება, ამიტომ იმედი მაქვს, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს შეფასებაც ეს იქნება და ეს აისახება საბოლოო ტექსტში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციასთან დაკავშირებით მმართველ გუნდთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ოპოზიციას რეზოლუციასთან დაკავშირებით რამდენიმე პრინციპული საკითხი აქვს, მათი შენიშვნები საპარლამენტო უმრავლესობამ მოინიშნა და გუნდში განიხილავენ.

„იყო სხვადასხვა საკითხი, რომელიც განვიხილეთ. ჩვენი ინტერესია, რომ გამოვხატოთ სრული მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ. კარგად გვესმის, რომ საქართველოსა და უკრაინის ბედი გადაჯაჭვულია და ჩვენი უსაფრთხოება, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, თავისუფლება დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება უკრაინაში.

მოინიშნეს ჩვენი შენიშვნები და თქვეს, რომ განიხილავენ უმრავლესობასთან. ვერ ვისაუბრებთ ჯერ საბოლოოდ რაზე შევთანხმდით და რაზე - ვერ, რადგან ისინი გუნდში კონსულტაციებს გააგრძელებენ. ჩვენ გვქონდა რამდენიმე თემაზე პრინციპული პოზიცია. რამდენადაც ინფორმაცია გვაქვს, უმრავლესობას რამდენიმე საათი დასჭირდება, რომ საბოლოო ტექსტზე შეჯერდეს. ინიციატივა სწორედ ოპოზიციის იყო, რათა ეს მოლაპარაკება დაწყებულიყო. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელი გახდეს, რათა საქართველომ უკრაინას და საერთაშორისო თანამეგობრობას დაუმტკიცოს, რომ ეროვნული და ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხებზე შეგვიძლია ვითანამშრომლოთ, მიუხედავად იმისა, რა რთული პოლიტიკური ვითარებაა საქართველოში“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა