დავით სერგეენკოს განცხადებით, მხოლოდ თურქული ბაზრის გახსნა მედიკამენტების გაიაფებისა და ხარისხის შენარჩუნებისთვის საკმარისი არაა და ეს საკითხი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული

„ქართული ოცნების“ წევრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მხოლოდ თურქული ბაზრის გახსნა მედიკამენტების გაიაფებისა და ხარისხის შენარჩუნებისთვის საკმარისი არაა და ეს საკითხი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული.

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, საჭიროა მედიკემენტების ხარისხის კონტროლის სისტემის გაძლიერება და სხვა ღონისძიებების გატარება.

„მედიკამენტების გაიაფება ხარისხის შენარჩუნებით რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. თურქული ბაზრის გახსნა ერთ-ერთი და არა ერთადერთი საკითხია. ბაზრის გახსნა გამოიხატა იმაში, რომ თურქული მედიკამენტების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა და გაუტოლდა რამდენიმე სხვა ქვეყნისას. მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. საჭიროა პოლიტიკური შეთანხმებები. რამდენადაც ვიცი, ამაზე მუშაობა დაწყებულია და საჭირო იქნება ხარისხის კონტროლის სისტემის გაძლიერება, ისევე როგორც სხვა კომპლექსური ღონისძიებები. რამდენიმე დღეში მრჩეველთა საბჭოს ფორმატში გვექნება შეხვედრა და უფრო მეტი ინფორმაცია მექნება",- განაცხადა დავით სერგეენკომ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა