ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე „ფაიზერის“ ვაქცინის 500 000  დოზის მარაგია და დამატებით დოზებთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე „ფაიზერის“ ვაქცინის 500 000 დოზის მარაგია და დამატებით დოზებთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე ან მომავალი კვირის დასაწყისში დასრულდება. მისივე თქმით, ვაქცინაციის გასააქტიურებლად დაიგეგმა მობილური ჯგუფების გასვლა რეგიონებში, სადაც ვაქცინაცია არ იყო ხელმისაწვდომი.

„ფაიზერს“ რაც შეეხება, ჩვენ ადგილზე გვაქვს 500 000-ზე მეტი დოზა. სხვა ვაქცინები კიდევ მილიონნახევრის ფარგლებში. რაც დავგეგმეთ, არის ის, რომ მიმდინარე კვირის ბოლოდან, იმ რეგიონებში, სადაც ნაკლებად იყო ხელმისაწვდომი ვაქცინაცია, ჩვენი 30-დან 40-მდე მობილური ჯგუფი გავა სხვადასხვა რეგიონში და ადგილზე შესთავაზებს მოსახლეობას ვაქცინაციას. ასევე, ვიწყებთ აქტიურ საკომუნიკაციო კამპანიას ამასთან დაკავშირებით. კარგად მოხდება იმის ახსნა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ვაქცინაციას და იცით, რომ დამატებით ვაქცინაციაზე დავიწყეთ სამოტივაციო სისტემაც - 200 ლარს ვიხდით 50 წელს ზევით ვაქცინირებულებისთვის და მესამე დოზის შემთხვევაში - 100 ლარს. ეს ყველაფერი ერთობლიობაში ვფიქრობთ, 500 000 დოზა „ფაიზერის“ გახარჯვის საშუალებას მოგვცემს, პარალელურად სხვა ვაქცინების. ეს არის, რაც დავგეგმეთ მასიური კომუნიკაციის და ადგილზე ჩასვლის კუთხით, ისე ყოველდღიურად 7-დან 8 ათასამდე ისედაც კეთდება.

მოლაპარაკება ახალ პარტიაზე „ფაიზერთან“ დაწყებული გვაქვს და შეთანხმებიდან 4 -6 კვირის განმავლობაში ჩამოვა,“- განაცხადა აზარაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა