ზურაბ აზარაშვილი - ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20%-დან 4.5 %-მდე შეგვიმცირდა - პედიატრიული კუთხით საწოლების დატვირთვა, ვფიქრობთ, გამოწვეული იყო უფრო ნერვიულობით

ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20%-დან, დღეის მდგომარეობით 4.5 %-მდე შეგვიმცირდა - პედიატრიული კუთხით საწოლების დატვირთვა, ვფიქრობთ, გამოწვეული იყო უფრო ნერვიულობით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დღეისათვის 8000-ზე მეტი საწოლია მობილიზებული, საიდანაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში 4500-მდე საწოლია დატვირთული. რაც შეეხება პედიატრიულ განყოფილებას, როგორც მინისტრმა აღნიშნა, 700 საწოლია მობილიზებული და მათგან ნახევარი თავისუფალია.

„დღეისათვის მობილიზებული გვაქვს 8000-ზე მეტი საწოლი, აქედან, რაც შეიძლება დადებით ფაქტორად აღინიშნოს, არის ის, რომ ამ 8000-დან ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაკავებულია საშუალოდ 4300-დან -4500 საწოლამდე. აქ იგულისხმება ის, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში არ ხდება ჰოსპიტალიზაცია, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20%-დან შეგვიმცირდა დღეის მდგომარეობით 4.5 %-მდე. ის მოლოდინი, რაც იყო „ომიკრონთან“ დაკავშირებით რომ ჰოსპიტალიზაცია და მძიმე მიმდინარეობა არ იქნებოდა, ეს ნამდვილად ასეა. საწოლები გადანაწილებულია როგორც პედიატრიულ სექტორზე, ასევე მოზარდებისთვის. პედიატრიული კუთხით საწოლების დატვირთვა ვფიქრობთ, გამოწვეული იყო უფრო ნერვიულობიდან გამომდინარე, სულ 200 საწოლი დავამატეთ, დღეისათვის გვაქვს 700 პედიატრიული საწოლი და აქედანაც ნახევარზე მეტი თავისუფალია,“ - განაცხადა აზარაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა