ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ მომავალი კვირიდან სამინისტროში თურქული წამლების რეგისტრაციის კუთხით განაცხადები შევა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ფარმაცევტულ კომპანიებთან შეხვედრები უკვე გაიმართა.
„თურქეთის ბაზარი უკვე აღიარებითი ქვეყნების სიაში შევიდა და გაიხსნა. გვქონდა შეხვედრები ფარმაცევტულ კომპანიებთან, იმპორტიორებთან და უკვე მომდევნო კვირიდან სამინისტროში შემოვა განაცხადები თურქული წამლების რეგისტრაციის კუთხით. მნიშვნელოვანია ის, რომ ვამცირებთ აღიარებითი ქვეყნიდან იმპორტის რეგისტრაციის განაცხადის განხილვის ვადას, ეს ვადა პანდემიის პერიოდში გაზრდილი იყო 45 დღემდე და ეს ვადა შემცირდება 7 დღემდე, მაქსიმალურად ოპერატიულად რომ ვუპასუხოთ განცხადებებს,“- განაცხადა აზარაშვილმა.