გიგი წერეთელი - საქართველო კარგავს შესაძლებლობებს, წარმოჩინდეს, როგორც პრინციპების ერთგული ქვეყანა - უკრაინელები სოლიდარობას ელოდებიან და არ ჩანს, რომ გული გვტკივა, რომ ეს ჩვენი საფრთხეცაა

საქართველო კარგავს შესაძლებლობებს, წარმოჩინდეს, როგორც პრინციპების ერთგული ქვეყანა - ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ პოლიტიკური განცხადებით, პოლიტიკური მკაფიო პრინციპებით შევქმნათ ისეთი შეხედულება, რომ საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც იმალება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონში ფართომასშტაბიანი ომი ყველანაირი ასპექტით კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს.

„ჩვენ ვერც სამხედრო ძალებს ვაგზავნით და ვერც ფულით დავეხმარებით. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ პოლიტიკური განცხადებით, პოლიტიკური მკაფიო პრინციპებით შევქმნათ ისეთი შეხედულება, რომ საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც იმალება. მე არავის მოვუწოდებ საბრძოლო მოქმედებები გამართოს საქართველომ, მაგრამ საქართველოს შეუძლია იყოს ავანგარდში, საქართველოს შეუძლია იყოს შემკრები გარკვეული ქვეყნების. ეს ჩვენი ამბავია, ეს ჩვენი უსაფრთხოების, ეკონომიკის ამბავია. ამ რეგიონში ფართომასშტაბიანი ომი გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს ყველანაირი ასპექტით.

ძალიან სერიოზულად ხედავს დასავლეთი დღეს საფრთხეს და ამიტომ, ძალიან ბევრ რამეზე მუშაობს - არამარტო სამხედრო დახმარებაზე, არამდე ენერგეტიკულ ახალ პროექტზე, რომ რუსეთს არ ჰქონდეს მუდმივი შანტაჟის საშუალება, ამიტომ საქართველო კარგავს შესაძლებლობებს, რომ წარმოჩინდეს, როგორც პრინციპების ერთგული ქვეყანა. ვინმე კრემლიდან საქართველოს ხელისუფლებას „კარგ მესიჯს“ გამოუგზავნის, რომ „სწორად იქცევით ბიჭებო“, „არ გინდათ, თავი არ გამოყოთ, ბევრი არ ილაპარაკოთ, ჩუმად იყავით“ და ა.შ, მაგრამ პერსპექტივაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და ღმერთმა დაიფაროს ეს პერსპექტივა იყოს რუსეთის ორბიტა, ჩვენ სხვა ამოცანები გვაქვს სხვა მომავალი გვაქვს.

მე არ ვფიქრობ, რომ პარლამენტის რეზოლუცია რაიმეს შეცვლის, ეს შეიძლება რამედ ჩაითვალოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს გამოდის სიმულაცია მოქმედებების, რომელიც არაგულწრფელია. არ ჩანს, რომ შენ გული გტკივა, შენ ხედავ, რომ ეს შენი საფრთხეც არის. ეს ადამიანები სოლიდარობას ელოდებიან. მე ვფიქრობ, შეიძლება ფორმის მონახვა, რომ უფრო უკეთ დავუჭიროთ მხარი უკრაინას და ჩვენს მომავალსაც, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას ეს არ შეუძლია.

ნაკლებად წარმომიდგენია, რომ ეს ყველაფერი ნეიტრალურად მოხდეს. ჩვენ უნდა ვისურვოთ და ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ეს ჩვენ ცუდად არ შეგვეხოს“, - განაცხადა წერეთელმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა