მიხეილ სარჯველაძე Unicef-ის წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დავისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე Unicef-ის წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ბავშვის უფლებათა კოდექსის იმპლემენტაციის მონიტორინგსა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

„ჩვენ, კომიტეტს, დიდი ხნის და ძალიან კარგი თანამშრომლობის გამოცილება გვაქვს Unicef-თან და ბატონ ღასან ხალილთან, რომელიც წარმოადგენს აღნიშნულ ორგანიზაციას საქართველოში. მას ძალიან დიდი დამსახურება მიუძღვის ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოში. დასაფასებელია მისი პირადი მონაწილეობა და ჩართულობა „ბავშვის უფლებათა კოდექსის" მიღების პროცესში. ახლა საქართველოს პარლამენტი კოდექსის იმპლემენტაციის პროცესს აკვირდება, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით თანამშრომლობაც იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ბავშვთა უფლებების საბჭოსთან ერთად, რომელიც შექმნილია პარლამენტში სწორედ აღნიშნული კოდექსის მიხედვით. ჩვენ გვექნება თანამშრომლობის გაღრმავების გარკვეული ინიციატივები, რაც დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა