“ქართული ოცნების“ დეპუტატის რატი იონათამიშვილის შეფასებით, “ნაციონალურ მოძრაობას“ საპარლამენტო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის მიღების რესურსი არ გააჩნია.
შესაბამისად, იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ როგორი იქნება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გადაწყვეტილება საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის თაობაზე.
“იმ მოკლე პერიოდში, როცა ისინი საპარლამენტო სხდომებზე მეტ-ნაკლებად დადიოდნენ, საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს ის პოლიტიკური პარტია იყო, რომელმაც არ იცოდა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო პარლამენტში და როგორც მიეღოთ საპარლამენტო დებატებში მონაწილეობა. ამით მათი არაპროფესიონალიზმისა და არაკვალიფიციურობის ლუსტრირება მოხდა. შესაბამისად, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, საბოლოო ჯამში, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.