ლევან ხაბეიშვილი პროკურატურას მიმართავს და აცხადებს, რომ გუბერნატორის მოადგილემ ვარკეთილის ცენტრში, სარეკრეაციო ზონაში 8-სართულიანი კორპუსი უკანონოდ ააშენა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილმა ვარკეთილის ცენტრში, სარეკრეაციო ზონაში 8-სართულიანი კორპუსი უკანონოდ ააშენა.

ლევან ხაბეიშვილი გენერალური პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას, მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელის დასჯას და თბილისის მერის კახა კალაძის გამოკითხვას მოითხოვს.

„ვარკეთილის ცენტრში, სარეკრეაციო ზონაში 8-სართულიანი კორპუსი უკანონოდ ააშენეს. მერიის 2019 წლის დოკუმენტებიდან ვკითხულობთ, რომ ეს სარეკრეაციო ზონაა და მხოლოდ ბულვარის ან სკვერის მოწყობა შეიძლება. არანაირი ნებართვა არ გაუციათ, მაგრამ იმიტომ, რომ გიორგი შინჯიკაშვილი არის ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე მან და მისმა ბიზნეს პარტნიორმა რვასართულიანი შენობა ააშენეს. ახლა, როდესაც ამ განცხადებას ვაკეთებ აფრიკის დასახლებაში აწიოკებენ ადამიანებს, ზამთარში დაუნგრიეს ერთადერთი თავშესაფარი სახლი, მაგრამ თუ „ოცნების“ თანამდებობის პირი ხარ, მაშინ შეგიძლია სარეკრეაციო ზონაში 8- სართულიანი კორპუსი ააშენო. ამ კორპუსის მშენებლობიდან 5 მილიონი ლარი მოიგო ამ თანამდებობის პირმა.

მოვითხოვთ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის დასჯას და პროკურატურას მოვუწოდებ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება. სასწრაფოდ უნდა მოხდეს კახა კალაძის მინიმუმ დაკითხვა, როგორ მოხდა, რომ მისი სამსახურიდან ვერცერთმა ვერ აღმოაჩინა 8-სართულიან კორპუსის მშენებლობა. სამშენებლო ნებართვის გარეშე იუსტიციის სახლს არ აქვს უფლება ადამიანებს დაუმტკიცოს ქონება და სახლები, თეა წულუკიანმა გასცა საკუთრების უფლება, ამიტომ ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანია გამოძიება და ვაპირებ პირადად მივმართო პროკურატურას. მნიშვნელოვანია მშენებელსაც დამკვეთსაც და ხელისმომწერსაც მოეთხოვოს პასუხი ამ უკანონო კორპუსის მშენებლობაზე. ამის დემონტაჟი რომ ვერ მოხდება ცხადია, მაგრამ ბიუჯეტშია მილიონები დასაბრუნებელი და თანამდებობის პირები დასასჯელები“, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა