დავით უსუფაშვილი - ნუ წარმოვიდგენთ ისე, რომ პრეზიდენტმა უნდა შეარიგოს ხალხი, საუბარი სხვა რამეზეა - უნდა გავიაზროთ, რომ თუ მეტ საკითხზე არ გვაქვს თანხმობა, ვიდრე უთანხმოება, მაშინ ერთ სახელმწიფოს არ ვაშენებთ, ვანგრევთ და ერთ დღეს თავზე დაგვეცემა

ნუ წარმოვიდგენთ ისე, რომ ზურაბიშვილმა უნდა შეარიგოს ხალხი. აქ საუბარი სხვა რამეზეა - თუ მეტ საკითხზე თანხმობა არ გვაქვს, ვიდრე უთანხმოება, მაშინ ჩვენ ერთ სახელმწიფოს არ ვაშენებთ, არამედ სახელმწიფოს შიგნიდან ვანგრევთ და ერთ მშვენიერ დღეს თავზე დაგვეცემა , - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ წამოწყებული ინიციატივა, ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით, არ უნდა იყოს გაგებული ისე, თითქოს სალომე ზურაბიშვილმა ვინმე ვინმესთან უნდა შეარიგოს.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, წამოწყებულ პროცესს ხელი ყველამ უნდა შეუწყოს.

„ძირითადი ნაწილი, რისთვისაც მან მთხოვა შეხვედრა, ეს იმ პროცესს შეეხებოდა, რომელიც წამოიწყო. პრეზიდენტს ჰქონდა სურვილი უფრო ნათლად განემარტა, როგორც წარმოუდგენია ეს პროცესი. ის, რომ საქართველოს სჭირდება შეთანხმება წარსულზეც და მომავალზეც, ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი ხნის ჭეშმარიტება და კრედო. მას აქვს საკმარისი დრო და ბერკეტები, თუ ამ პროცესს სათანადოდ წარმართავს, ეს იქნება სერიოზული წვლილი. ისიც ვუთხარი პრეზიდენტს, ნუ წარმოვიდგენთ ისე, რომ ზურაბიშვილმა უნდა შეარიგოს ხალხი. ვერავის შეარიგებს ზურაბიშვილი, ეს გამორიცხულია. აქ საუბარი სხვა რამეზეა - ჩვენ უნდა გავიაზროთ, თუ მეტ საკითხზე თანხმობა არ გვაქვს, ვიდრე უთანხმოება, მაშინ ჩვენ ერთ სახელმწიფოს არ ვაშენებთ, სახელმწიფოს შიგნიდან ვანგრევთ და ერთ მშვენიერ დღეს თავზე დაგვეცემა.

საღად თუ შეხედავ ამ პროცესს, მაშინვე გაგიჩნდება განცდა, რომ „ვაუ, მე ახლა ამ პოლუსებს რა უნდა მოვუხერხო?! ორივე თანახმაა შეთანხმებაზე, ოღონდ ერთი პირობით, თუ ერთი ხელს აწევს ბოლომდე, ან ერთი განადგურდება ან მოისპობა. თუ ქართული პოლიტიკა აქამდე დაიყვანება, რომ ორი პოლუსი როგორ შეთანხმდეს, ახლა როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს?! შარლ მიშელი გაიქცა საქართველოდან... ქართული პოლიტიკა არ დაიყვანება ამ ორ პოლიტიკურ ძალამდე“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, საუბრის თემა ასევე შეეხო „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონს, რომელსაც პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, მან დააყენა საკითხი, თუ რატომ არ დაადო ვეტო პრეზიდენტმა აღნიშნულ კანონებს, რაზეც უსუფაშვილს დარჩა შთაბეჭდილება, რომ სალომე ზურაბიშვილმა ჩათვალა, პარლამენტთან პაექრობის სამართლებრივი არგუმენტები არასაკმარისი ჰქონდა.

„იყო შეხვედრა, საუბრის ერთი ნაწილი დაეთმო იმ ვეტოს, რომელიც არ იქნა დადებული და ჩვენ ძალიან მკაფიოდ მოვახსენეთ ჩვენი პოზიცია, რომ ეს იყო არა მხოლოდ არასწორი, ძალიან გაუგებარი თავისი განცხადებების გამო. მისი არგუმენტები იყო ფორმალური და არა არსობრივი. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის დარჩა თავის აზრზე. ეს არ იყო სწორი, მაგრამ ჩათვალა, რომ პარლამენტთან პაექრობის სამართლებრივი არგუმენტები არასაკმარისი ჰქონდა. ეს იყო დიდი შეცდომა, ვეტო არ არის მხოლოდ სამართლებრივი და ეს არის მიზანშეწონილობის თემა“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა