დავით უსუფაშვილი - ხალხი ძალაუფლებისგან ამჩატებულია, ჰგონიათ, რომ ევროპარლამენტარებს აქეთ უნდა შევუღრინოთ - ვერ იაზრებენ, რომ საუბარია სახელმწიფოებრივ, მნიშვნელოვან საკითხებზე

ამჩატებულია ხალხი ძალაუფლებისგან და იმ წარწერებისგან, რაც კაბინეტზე თუ სავიზიტო ბარათში აწერია - ეს ხალხი ვერ იაზრებს, რომ აქ საუბარია სახელმწიფოებრივ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია აქვს - ასე პასუხობს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ დასმულ კითხვას, არის თუ არა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ხელისუფლების რეაგირება სათანადო.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ“ „ლელოს“ მიერ ინიცირებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, რადგან ის ოპოზიციისგან იყო ინიცირებული.

„რატომ აგვიანებს ხელისუფლება რეაგირებას? - არაკომპეტენტურობა. ადამიანებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ვინაიდან, მთავრობის წევრი ჰქვია, ევროპარლამენტარებს იქეთ უნდა შევუღრინოთ, აქ რა დასასვენებლად ჩამოდიხართ, თქვენ ვინა ხართ საერთოდ, რა ჭკუას გვასწავლით, ჩვენ ხომ რუსთაველის ქვეყანა ვართ? - ამჩატებულია ხალხი ძალაუფლებისგან და იმ წარწერებისგან, რაც კაბინეტზე თუ სავიზიტო ბარათში აწერია, ვერ იაზრებს ეს ხალხი, რომ აქ საუბარია სახელმწიფოებრივ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელსაც აქვს საუკუნოვანი ისტორია.

ახალი წლის შემდეგ, ბადრი ჯაფარიძე ფრაქციის თავმჯდომარე, სალომე სამადაშვილი, მე პირადად შევხვდით ახალ პარლამენტის თავმჯდომარეს და შევთავაზეთ, ვთხოვეთ, ინიცირებულია პროექტი, დაიქცა ქვეყანა, ვხედავთ სადამდეა მისული. გახსენდებათ ამაზე უფრო ცხელი მოსამზადებელი პერიოდი? საქართველოში შემოჭრა უცებ მოხდა. ვერც კი გაიაზრა მსოფლიომ რა ხდებოდა. ყირიმშიც ასევე მოხდა. ასეთი რაღაცები ხდება, არცერთი დღე არ არის დასაკარგი. აგერაა პროექტი და სწრაფად დავიწყოთ მისი განხილვა საკომიტეტო მოსმენის დონეზე, რომ თებერვალში პირველივე შეკრებაზე მივიღოთ ეს რეზოლუცია. პასუხი იყო, რომ ეს ოპოზიციის ინიცირებულია და უმრავლესობას გაუჭირდება მასზე მხარდაჭერა. ვიკითხეთ, რომელიმე სიტყვა, წინადადება არ მოგწონთ? ერთი ცალი გვითხარით, დაადეთ ხელი. მაგრამ არა, იმიტომ რომ ოპოზიციისაა.

ჩვენ არ ვაპირებთ, ასე ზერელედ და ბავშვურად მოვეპყრათ სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებს და იქვე ვუთხარით, გააკეთეთ ინიცირება პროექტის, თქვენი სტილით იყოს და ჩვენ იმას დავუჭერთ მხარს, ოღონდ სწრაფად ვქნათ ეს ყველაფერი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ის, ვის მიერ იქნება ინიცირებული, არამედ რა წერია და რომ საქართველო ერთსულოვანია“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა