სერგო ჩიხლაძე - ათიათასობით კოვიდინფიცირებულის ბინაზე მართვა სერიოზული გამოწვევა იქნება  - შესაძლოა, არასწორმა მართვამ კიდევ უფრო გაზარდოს სიკვდილიანობა

სერიოზული გამოწვევა იქნება ათიათასობით ადამიანის ბინაზე მართვა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში, სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანია კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის, „ბუსტერ“ დოზის გაკეთებაც, რომელიც მძიმე შემთხვევების რაოდენობას ამცირებს.

„საქართველოში მთლიანი მოსახლეობის 70% არის აუცრელი. ამიტომ, გავრცელება, რაც უფრო მასიურად ხდება აუცრელ მოსახლეობაში, მით მეტია სხვადასხვა მუტაციის შანსი. წინასწარ იმის თქვა, რომ ყველა იმუნიტეტს გამოვიმუშავებთ და ამით დასრულდება პანდემია, ნაადრევი მგონია, თუმცა, ამ აზრის არსებობას ლეგიტიმური საფუძველი აქვს. პირველი მიმართულება არის პირველადი ჯანდაცვა და ათიათასობით პაციენტის მართვა ბინაზე. სერიოზული გამოწვევა იქნება ამ ათიათასობით ადამიანის მართვა, რადგან ეს ძალიან დიდი რიცხვია. გასაგებია, რომ ბევრ მათგანს მსუბუქი სიმპტომატიკა ექნება, მაგრამ თუ კარგად არ იქნება მართული, შეიძლება ბევრი პაციენტი გაიპაროს, არასწორმა მართვამ კიდევ უფრო გაზარდოს სიკვდილიანობა. ამის პარალელურად ვაქცინაცია, "ბუსტერ" დოზის გაკეთება მნიშვნელოვანია, რადგან ყველა კვლევა აჩვენებს, რომ დამატებით დოზა ამცირებს მძიმე შემთხვევებს“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა