საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში მისიის ხელმძღვანელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, ლელა ჩიქოვანს და თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა.
უწყების ცნობით, შეხვედრებზე მხარეებმა თავდაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შორის მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკის მიმართულებები განიხილეს.
მათივე ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. საუბარი შეეხო საერთაშორისო მისიებში ქართული მხარის კონტრიბუციის მნიშვნელობას.