ანრი ოხანაშვილი - „ნაცმოძრაობას“ პოლიტიკური კრიზისი აქვს - ვიდრე დღის წესრიგს არ შეცვლიან, არანაირი პერსპექტივა არ ექნებათ

„ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური კრიზისი აქვს იმ თვალსაზრისით, რომ იქ თანამდებობისთვის ბრძოლა მიმდინარეობს - ვიდრე პოლიტიკურ დღის წესრიგს არ შეცვლიან, ქართულ პოლიტიკაში არანაირი პერსპექტივა არ ექნებათ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა გადაადგილებებია, თუმცა „პოლიტიკური სახეების ცვლილებას შინაარსობრივად მნიშვნელობა არ აქვს“.

„მთელი რიგი შიდა გადაადგილებებია, თუ ვინ უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ სახე, თუმცა ჩვენი საზოგადოებისთვის პოლიტიკური სახეების ცვლილებას შინაარსობრივად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან, ეს პოლიტიკური ჯგუფი ისევ ორიენტირებულია იმ მიდგომებზე, რა მიდგომებითაც ისინი გამოირჩეოდნენ და რის გამოც ეს ჯგუფი ჩვენმა საზოგადოებამ გადაირჩია. რაც არ უნდა ეცადონ, სხვადასხვა სახეების ჩანაცვლებას, ვიდრე პოლიტიკურ დღის წესრიგს არ შეცვლიან, ქართულ პოლიტიკაში არანაირი პერსპექტივა არ და ვერ ექნებათ", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რაც შეეხება ეროვნული შერიგების იდეასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ჩართულობით მიმდინარე პროცესს, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ამ პროცესისადმი ოპტიმისტურად განწყობილი არ არის.

„ერთია მიზანი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა, ეს პროცესი წარმართოს და ეს მისი დისკრეცია და უფლებაა, რომ ამ საკითხებზე კონსულტაციები გამართოს. ხოლო მეორეა, შედეგობრივად რა გამოვა. ამ ჯგუფების მხრიდან, ვინც პრეზიდენტს სტუმრობენ, ძალიან ხშირად ვართ მომსწრე შეურაცხმყოფელი თავდასხმების იმ ინსტიტუციაზე, ვისთანაც ისინი კონსულტაციებს მართავენ. ამიტომ, ეს პროცესი რამდენად შედეგიანი იქნება, ვერ გეტყვით. ოპტიმისტურად განწყობილი არ ვარ, თუმცა ვისურვებდი, რომ რადიკალიზაციის პროცესი მნიშვნელოვნად შემცირდეს. საქართველოს პრეზიდენტის შემდგომი ნაბიჯებიდან შეგვიძლია გავიგოთ, რა შედეგი მოჰყვება", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა