უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და ეს არ არის ლიტონი სიტყვები, მითუმეტეს ჩემგან, იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს გვარად სერგეენკო ვარ და უკრაინა ჩემთვის ორმაგად მნიშვნელოვანი და ძვირფასი ქვეყანაა, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციებზე საუბრისას განუცხადა.
რაც შეეხება უკრაინის შესახებ ოპოზიციის დაანონსებულ რეზოლუციას, სერგეენკოს თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მმართველი გუნდი ჯერ უნდა გაეცნოს დოკუმენტს.
“ჩვენ არასდროს გავმდგარვართ გვერდზე, როდესაც ჩვენს მეგობარ ქვეყანას უჭირდა, ისევე როგორც ისინი არ გამდგარან გვერდზე, როდესაც ჩვენ გვიჭირდა. ეს არის მოცემულობა, რომელსაც არანაირი გადაფასება არ სჭირდება.
რაც შეეხება რეზოლუციას, რომლის წარმოდგენასაც ოპოზიცია აპირებს, ჯერ უნდა ვნახოთ, რათა გადაწყვეტილება მივიღოთ”, - განაცხადა სერგეენკომ.