„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ცესკო-ს თავმჯდომარეობის სახელისუფლებო კანდიდატ“ გიორგი კალანდარიშვილს მხარს არ დაუჭერს.
როგორც მან აღნიშნა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხარდაჭერა, თენგიზ თევზაძეს ექნება.
„ხელისუფლების კანდიდატს არ დავუჭერთ ერთმნიშვნელოვნად მხარს. ჩვენი მხარდაჭერა ექნება მეორე კანდიდატს თენგიზ თევზაძეს, თუმცა რა თქმა უნდა, მოლოდინი გვაქვს, რომ ხელისუფლება და უმრავლესობა თავის კანდიდატს გაიყვანს. სესიაზე აქტიურები ვიქნებით, ისევე როგორც წინა სესიებზე,“ - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების სია გადაუგზავნა. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი - გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე წარუდგინა.