ირაკლი ზარქუა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე - როცა იქნება, შეიკრიბება პარლამენტი და მიიღებს - ჩემი თხოვნაა, გაითვალისწინოთ სახელმწიფო ინტერესები, გვახსოვს მხდალი მთავარსარდალი, რომელიც გამორბოდა და გორის მიწას ცხვირით ხნავდა

როცა იქნება, შეიკრიბება უმრავლესობა, პარლამენტი და პარლამენტი მიიღებს (უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას). ნუ ვუსწრებთ მოვლენებს - ჩემი თხოვნა იქნება, გაითვალისწინოთ სახელმწიფო ინტერესები, ჩვენ გვქონდა 2008 წელი და გვახსოვს მხდალი მთავარსარდალი, რომელმაც მიატოვა ჯარი, გამორბოდა და გორის მიწას ცხვირით ხნავდა, - ასე პასუხობს უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ იღებს პარლამენტი ამ დრომდე უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას.

ზარქუა აღნიშნავს, რომ საქართველო უკრაინას მხარს უჭერს და ამასთან დაკავშირებით მკაფიო განაცხადიც უნდა გაკეთდეს.

„მგონია, რომ ჩვენ მკაფიო განაცხადი უნდა გავაკეთოთ უკრაინასთან მიმართებით, რაც არაერთხელ გაკეთებულა, დღესაც ვაპირებთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენს ძმებს, ჩვენს პარტნიორებს და არავის აქვს უფლება შეულახოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა. მოვუწოდებდი საერთაშორისო თანამეგობრობას მეტი შემართებით, მეტად დავიცვათ ჩვენისთანა ქვეყნების ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე, მიუღებელია ოკუპაცია და ვგმობთ. ყველა სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომ თუ დაარღვევს მეორე ქვეყნის ტერიტორიას, მის სუვერენიტეტს, იქნება მკაცრად დასჯილი საერთაშორისო თანამეგობრობისგან. რადიკალურ ოპოზიციას შეუძლია და აქვთ ფანტაზიები, რომ ხან ის გადაკეტონ, ხან ეს... ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც უფრთხილდება სახელმწიფო ინტერესებს, პარტნიორების ინტერესებს,“-განაცხადა ზარქუამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა